სტოლტენბერგის განცხადება

17 დეკემბერი 2021, 18:32 1111 ნახვა

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრებს მოუწოდა, უკრაინის აღმოსავლეთში მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზად იყოს. ამის შესახებ მან ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ,  არის რუსული სამხედრო ყოფნის მნიშვნელოვანი, თანმიმდევრული და მუდმივი გაძლიერება.  რა თქმა უნდა, ჩვენ უკეთესობის იმედი უნდა გვქონდეს და გვაქვს, თუმცა უარესისთვის უნდა ვიყოთ მზად", - განაცხადა მან. სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი „ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალს, რას აკეთებს რუსეთი“. გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ NATO თავისი მოკავშირეების დასაცავად მზად უნდა იყოს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში