საოკუპაციო რეჟიმმა წინაგარასთან დაკავებულ ერთ-ერთ პირს ერთთვიანი, ხოლო მეორეს ორთვიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა

17 დეკემბერი 2021, 22:05 722 ნახვა

საოკუპაციო რეჟიმმა რამდენიმე დღის წინ ოკუპირებულ სოხელ წინაგარასთან დაკავებულ ერთ-ერთ პირს ერთთვიანი, ხოლო მეორეს ორთვიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.  ინფორმაციას სუს-ი ადასტურებს

"17 დეკემბერს „ცხელი ხაზით“ მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაკავებულ ვლადიმერ კანიაშვილს ერთთვიანი, ხოლო კახაბერ ნათაძეს ორთვიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა“, - განაცხადეს სუს-ში.

ოკუპირებულ სოფელ წინაგარას მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში