სოფელ წაბლანას მოსახლეობა შიშობს

19 დეკემბერი 2021, 11:43 1104 ნახვა

სოფელ წაბლანაში დამეწყრილ ტერიტორიაზე მცხოვრებლები საფრთხეებზე საუბრობენ, ირწმუნებიან რომ ყოველი გაწვიმებისას შეინიშნება მიწის რყევა, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ისინი ალტერნატიულ საცხოვრებელში არ გადაიყვანა ისინი დროულ რეაგირებას ითხოვენ.მერიაში განმარტეს, რომ უშუალოდ საფრთხის ეპიცენტრში მცხოვრები ოჯახები უკვე უზრუნველყოფილია ალტერნატიული საცხოვრებლით. ტერიტორია კი შესწავლილია გეოლოგების მიერ და სწორედ მათი რეკომენდაციით მიიღო წინამდებარე გადაწყვეტილება. მეწყერი წაბლანაში წელს 4 ოქტომბერს განვითარდა, რომელმაც ჩახერგა შიდა გზა და აქედან გამომდინარე მოსახლეობა დღემდე შემოვლითი გზით სარგებლობს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში