რუსეთის საგარეო უწყების განცხადება

19 დეკემბერი 2021, 14:56 1671 ნახვა

რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მოსკოვის მიერ შეთავაზებული უსაფრთხოების გარანტიების უარყოფის შემთხვევაში, კონტრსაფრთხეების შექმნის რეჟიმში გადავლენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ გრუშკოს განცხადებით, ის რაც მოსკოვმა დასავლეთს შესთავაზა, წარმოადგენს დაპირისპირების სამხედრო სცენარის პოლიტიკურ პროცესში გადაყვანას, რომელიც გააძლიერებს ეუთო-ს, ევროატლანტიკის და ევრაზიის სივრცეში შემავალი ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას. ცნობისთვის,  რუსეთმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატო-სთან ხელშეკრულებების პროექტები, რომლებიც მოიცავს დებულებებს ევროპაში უსაფრთხოების ორმხრივი გარანტიებს, კერძოდ, შუალედური და მოკლე რადიუსის რაკეტების მოსაზღვრე რეგიონებში განთავსებისგან და აღმოსავლეთით ნატო-ს შემდგომ გაფართოებაზე უარის თქმას.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში