ბათუმის სარაგბო კლუბმა მარტივი გამარჯვება მოიპოვა

19 დეკემბერი 2021, 18:32 1368 ნახვა

საქართველოს რაგბი  დიდი 10-ის გათამაშებაში მეორე წრე დაიწყო.

ბათუმის სარაგბო კლუბმა მე-10 ტურის შეხვედრაში ქუთაისის "არესს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 40-3 დაამარცხა.

"ბათუმმა" ტაიმი 14-3 მოიგო, ხოლო მეორე ნახევარში 26 უპასუხო აღება მოახერხა.

ლელოები: ფუტკარაძემ, მამრიკიშვილმა, ნინიძემ, ჩხარტიშვილმა, შუბითიძემ და სიჭინავამ დადეს.

10 ჩატარებული მატჩის შემდეგ ბათუმის სარაგბო კლუბი 43 ქულით გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია.

34 ქულით მეორე ადგილზე ბოლნისის "ყოჩები" იმყოფებიან.

რაგბის ეროვნულ ჩემპიონატში შესვენება გამოცხადდა. გუნდები მატჩებს მომავალ წელს გამართავენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში