საქართველოში კორონავირუსის 1 296 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 45 პაციენტი

20 დეკემბერი 2021, 10:39 806 ნახვა

20 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 296 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 45 პაციენტი. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 4 127 პირი. 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 22 001 ტესტი ჩატარდა. 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.89%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.93% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.39%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 296 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 600 შემთხვევა, აჭარა - 122, იმერეთი - 197, ქვემო ქართლი - 85, შიდა ქართლი - 56, გურია - 34, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 64, კახეთი - 71, მცხეთა-მთიანეთი - 31, სამცხე-ჯავახეთი - 31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 34 238 საიდანაც:

5 774 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 328, აჭარაში - 539, იმერეთში - 1 218.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 430 პირი, მათ შორის, თბილისში - 576, აჭარაში - 125, იმერეთში - 432. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 314 პირი, მათგან თბილისში - 171, აჭარაში - 34, იმერეთში - 34.

1 071 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 679 - თბილისში, 257 - აჭარაში.

27 393 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 31 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 30, ხოლო აჭარაში - 1.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 340 ადამიანი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში