ლაშა ტალახაძე საქართველოში დაბრუნდა

20 დეკემბერი 2021, 12:55 860 ნახვა

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის  გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით საქართველოში დაბრუნდა. ქართველ ძალოსნებს აეროპორტში ძალოსნობის ფედერაციის წარმომადგენლები, გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ. ქართველმა ძალოსნებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მედლების ჩათვლაში გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს. გიორგი ასანიძის გუნდის წევრებმა 8 მედლის აღება შეძლეს, საიდანაც 3 ოქროს მედალი ლაშა ტალახაძეს ეკუთვნის. ძალოსანმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეხუთედ მოიგო და ჩემპიონატი, როგორც მოსალოდნელი იყო, მსოფლიო რეკორდებით დაასრულა. გარდა ამისა ტალახაძე შეჯიბრების საუკეთესო ძალოსანიც გახდა და კოვიდ პანდემიის გამო 1 წლის დაგვიანებით მსოფლიოს უძლიერესი ძალოსნის ჯილდოც გადაეცა. ასევე ტაშკენტის მსოფლიო ჩემპიონატზე შოთა მიშველიძემ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონობა 3 ვერცხლის მედლით იზეიმა, რევაზ დავითაძემ კი 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში