საქართველოში „ომიკრონის“ ორი შემთხვევა დადასტურდა

20 დეკემბერი 2021, 13:31 852 ნახვა

საქართველოში "ომიკრონის" შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა.

მისივე თქმით, ორივე ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა. 

"ორივე ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა. ერთი იყო დუბაიში, მეორე  აშშ-ში.  მიმდინარეობს მათი 26 კონტაქტის კვლევა, აქედან 11 გახლავთ უცხოელი. ორივე ინფიცირებული არის იზოლაციაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში