დღეს თურქული ლირა კიდევ 6-%-ით გაუფასურდა

20 დეკემბერი 2021, 15:35 3175 ნახვა

თურქული ლირა განაგრძობს გაუფასურებას, ქვეყნის ეროვნული ვალუტა   დღეს  კიდევ 6%-ით გაიაფდა  და დოლართან მიმართებაში მისმა ღირებულებამ 17,38 ლირა შეადგინა.  გასულ ხუთშაბათს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა  საპროცენტო განაკვეთი 15%-დან 14%-მდე შეამცირა. ჯერ კიდევ იანვარში ერთი ამერიკული დოლარი 7,4 ლირა ღირდა, ერთი წლის განმავლობაში თურქული ვალუტა 55%-ით გაიაფდა, თანაც ღირებულების მხოლოდ  37% ბოლო თვეში დაკარგა.წამყვანი

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში