ზელენსკის განცხადება

20 დეკემბერი 2021, 18:30 1181 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინა ნატოში მაშინ შევა, როცა ალიანსი მიხვდება, რომ  მას სხვა ქვეყნები აძლიერებენ.  უკრაინის უმაღლესმა რადამ 2014 წლის დეკემბერში ორ კანონში შესწორება შეიტანა, რომლითაც უარი თქვა სახელწიფოს ბლოკგარეშე სტატუსზე.   2019  წლის თებერვალში უკრაინის პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა, რითაც ევროკავშირისა და ნატოსკენ  ქვეყნის  კურსი განამტკიცა. უკრაინა მეექვსე სახელმწიფო გახდა, რომელმაც ნატოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსი მიიღო. ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა მანამდე  განაცხადა, რომ  ალიანსში გასაწევრიანებლად უკრაინას რიგი კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოეთხოვება, რომელთა განსახორციელებლად  დიდი დრო დასჭირდება. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში