"transfermarkt"-მა ეროვნული ლიგის ფეხბურთელების ღირებულებები განაახლა

20 დეკემბერი 2021, 18:45 1953 ნახვა

ავტორიტეტულმა გერმანულმა სამენეჯერო საიტმა "transfermarkt"-მა საქართველოს ეროვნული ლიგის ფეხბურთელების ღირებულებები განაახლა.

წარმატებული სეზონის შემდეგ ეროვნული ლიგის 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელიდან 5 ბათუმის ''დინამოს'' წევრია.

ცხრილის სათავეში ბათუმელთა 19 წლის ფეხბურთელი ირაკლი აზაროვი მოხვდა. ნიჭიერი ფეხბურთელი შავიზღვისპირელებმა სეზონის წინ დაიმატეს და გუნდის საკვანძო ფიგურა მალევე გახდა. აზაროვმა მიმდინარე წელს ''დინამოს'' მაისურით 42 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

წელს ირაკლი აზაროვი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. ფეხბურთელმა 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილობა და 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა. გასულ წელთან შედარებით 19 წლის ფეხბურთელია ფასი 800 000 ევროთ არის მომატებული და ახლა "transfermarkt"-ი აზაროვს 1 მილიონ ევროდ აფასებს.

მეორე ადგილზე 25 წლის ბრაზილიელი შემტევი ჯოვინო ფლამარიონია. ჯოვინო ''დინამოს'' სეზონის მეორე ნახევარში დაუბრუნდა და 26 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. ბრაზილიელის ღირებულებამ 150 000 ევროთი დაიკლო და 550 000 ევროს შეადგენს.

სამეულს კი ვლადიმერ მამუჩაშვილი ხურავს. 24 წლის ნახევარმცველმა წელს ბათუმელთა რიგებში 44 შეხვედრა ითამაშა. ლადოს ანგარიზე კი 15 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა. წარმატებული სეზონისას მამუჩაშვილი ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს და 3 შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა. ლადო მამუჩაშვილის სატრანსფერო ღირებულება კი 500 00 ევროა.

ეროვნული ლიგის 10 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებს შორის 5 ბათუმელთა წევრია, 3 თბილისის ''დინამოს'', ხოლო 2 გორის ''დილაში'' თამაშობს.


ეროვნული ლიგის 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი:

  1. ირაკლი აზაროვი - ''დინამო ბთ''-19 წლის - 1 000 000 ევრო;
  2. ჯოვინო ფლამარიონი - ''დინამო ბთ'' - 25 წლის- 550 000;
  3. ვლადიმერ მამუჩაშვილი - ''დინამო ბთ'' - 24 წლის 500 000;
  4. ლევან ხარაბაძე - ''დინამო თბ'' - 21 წლის - 500 000;
  5. ჯაბა ჯიღაური - ''დინამო ბთ'' - 29 წლის - 500 000;
  6. საბა ხვადაგიანი - ''დინამო თბ'' - 18 წლის - 500 000;
  7. უსმანე კამარა - ''დილა'' - 22 წლის - 450 000;
  8. ზორამ მარუშიჩი - ''დინამო თბ'' - 28 წლის - 450 000;
  9. ლუკა გუგეშაშვილი - ''დილა'' - 22 წლის - 450 000;
  10. ბენჟამინ ტეიდი - ''დინამო ბთ'' - 27 წლის - 450 000.

ეროვნული ლიგის 2021 წელის გათამაშების გამარჯვებული ისტორიაში პირველად ბათუმის ''დინამო'' გახდა. მომავალ ზაფხულში შავიზღვისპირელები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველად იასპარეზებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში