ეროვნული თანხმობის პროცესი არის გამჭვირვალე და არანაირად არ ატარებს საიდუმლო ხასიათს - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

20 დეკემბერი 2021, 20:50 1185 ნახვა

ეროვნული თანხმობის პროცესი არის გამჭვირვალე, არ ატარებს საიდუმლო ხასიათს, პრეზიდენტი უსმენს ყველას და დაინტერესებულია საზოგადოებრივი ჯგუფების პოზიციით, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული თანხმობის პროცესში სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებთან დაკავშირებით ავრცელებს.

მათივე განცხადებით, პრეზიდენტმა შეხვედრები უკვე გამართა საქართველოს პატრიარქთან, მეოთხე პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.

"პრეზიდენტის ინიციატივით წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი არის რთული კომპლექსური პროცესი, რომელიც არის ღია და გამჭვირვალე და არანაირად არ ატარებს საიდუმლო ხასიათს. ბოლო დღეებია ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, რომლის წყაროც არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ეროვნული თანხმობის პროცესის დასაწყისში პრეზიდენტი უსმენს ყველას, მართავს შეხვედრებს და დაინტერესებულია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების მოსაზრებებით, ინიციატივებითა თუ პოზიციებით, ეს ყოველივე არის ერთი მთლიანი ეროვნული თანხმობის პროცესის ნაწილი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ პროცესში ჩართულები არიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოება და მათ შორის, მსხვერპლთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრები უკვე გამართა საქართველოს პატრიარქთან, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. პროცესი გრძელდება და პრეზიდენტი შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში", - წერია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში