საქართველოში კორონავირუსის 3 282 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 53 პაციენტი

21 დეკემბერი 2021, 10:46 932 ნახვა

21 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 282 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 53 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 263 პირი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 49 347 კვლევა ტესტით, მათ შორის 34 387 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 960 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.71% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.24%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 282 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 378 შემთხვევა, აჭარა - 272, იმერეთი - 532, ქვემო ქართლი - 121, შიდა ქართლი - 256, გურია - 122, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 252, კახეთი -162, მცხეთა-მთიანეთი -76, სამცხე-ჯავახეთი - 73, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -38.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 34 204 საიდანაც: 5 626 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 302, აჭარაში - 531, იმერეთში - 1 123. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 380 პირი, მათ შორის, თბილისში - 566, აჭარაში - 126, იმერეთში - 408. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 318 პირი, მათგან თბილისში - 171, აჭარაში - 32, იმერეთში - 33. 1 021 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 648 - თბილისში, 251 - აჭარაში. 27 557 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 1.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 699 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში