დააკავეს პირი, რომელმაც 563 ცალი ყალბი მონეტა დაამზადა და ჩარიცხვის აპარატებში გამოიყენა 

21 დეკემბერი 2021, 10:29 3707 ნახვა

საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კუსტარულად დაამზადა 563 ცალი ერთლარიანის ფორმისა და ზომის მონეტა. ყალბ მონეტებს ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გამოყენებით, თავისი მეუღლის ანგარიშზე რიცხავდა, შემდეგ კი ანაღდებდა. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავეს.

პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 30 ცალი კუსტარულად დამზადებული მონეტა და აღნიშნული მონეტების დასამზადებლად განკუთვნილი მოწყობილობები.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს  4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში