ვაჟა ანანიძე სამსახურში აღდგენას ისევ ელოდება

21 დეკემბერი 2021, 12:35 988 ნახვა

“ვაჟა ანანიძე საზღვაო აკადემიის წინააღმდეგ“ _ თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენის გადაწყვეტილების მიუხედავად  საქმე ისევ სასამართლოში გრძელდება. ამჯერად სააპელაციო ინსტანციას უმაღლესმა სასწავლებელმა მიმართა, სადაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება  გაასაჩივრა. მანამდე კი სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის “ტოლფას თანამდებობაზე“ აღდგენასთან დაკავშირებით განმარტება სთხოვა.  ვაჟა ანანიძის თქმით, სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის საქმეს სამართალდამცველებიც იძიებენ, პოლიციას აღსრულების სამსახურმა მიმართა. ვაჟა ანანიძე აკადემიის ბიბლიოთეკის სამეცნიერო-კვლევითი სამმართველოს კოორდინატორი იყო, ეს თანამდებობა ახლა გაუქმებულია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში