ომიკრონი საქართველოში

21 დეკემბერი 2021, 19:45 843 ნახვა

ომიკრონის შტამის დადასტურების შემდეგ მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ ეპიდემიოლოგები. სპეციალისტების განცხადებით, კორონავირუსის ეს შტამი კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდება, რამაც ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა შეიძლება გამოიწვიოს – ეს კი პირდაპირ დაკავშირებულია ლეტალობის მაჩვენებლის ზრდასთან.  სპეციალისტები მოსახლეობას აცრისკენ, ბუსტერის დამატებისა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ. 24 საათში ქვეყანაში 53 გარდაცვლილი და 3 282 ახალი ინფიცირებულია.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში