ბათუმის სარესტორნო ბიზნესი ახალ წელს

21 დეკემბერი 2021, 19:48 2051 ნახვა

1-ლი დეკემბრიდან კვების ობიექტებში მწვანე ე.წ კოვიდ ბარათის არმქონე მოქალაქე ვერ შედის. ამის მიუხედავად, ბევრი აუცრელი მაინც ცდის შეუშვებენ თუ არა, თუმცა ძირითად შემთხვევებში ეს მიდგომა არ ამართლებს და ამის გამო, ობიექტებიდან უკან მიბრუნებული ბევრია. პანდემიის წინა ტალღების დროს, როცა ყველაფერი დაკეტილი იყო, კრიზისიდან გამოსასვლელად სარესტორნო ბიზნესმა თავად მოითხოვა აცრილებისთვის სივრცის შექმნა, თუმცა დღეს აბობენ, რომ რეგულაციებმა, რიგ შემთხვევაში დააზარალათ, რადგან აუცრელი მომხმარებლები ვეღარ სტუმრობენ. წინ სადღესასწაულო დღეებია, შესაბამისად რთულია პროგნოზის გაკეთება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში