ამ წუთის მდგომარეობით, 300-ზე მეტი ადამიანი იწყებს შიმშილს - ნიკა მელია

21 დეკემბერი 2021, 22:25 1135 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 300-ზე მეტი ადამიანი იწყებს შიმშილობას.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ოფისთან ამზადებენ ინფრასტრუქტურას მოშიმშილეებისთვის.

 

"არაძალოდობრივი, უმწვავესი ბრძოლის მეთოდები, რა თქმა უნდა, გამოსაყენებელია. რთულია, განსაკუთრებით დეკემბრის თვეში. ორჯერ უფრო რთულია შიმშილობა ღია ცის ქვეშ, განსაკუთრებით, როცა მასობრივი შიმშილობა იწყება. სია დგება. ამ წუთის მდგომარეობით, რაც შემიძლია დავადასტურო, უკვე 300-ზე მეტი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ასეული შემოგვიერთდება ამ პროტესტზე“, - განაცხადა ნიკა მელიამ  "მთავარი არხის“ ეთერში.

ცოტა ხნის წინ, ნიკა მელიამ განაცადა, რომ დღეიდან, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობა დაიწყება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში