საქართველოში კორონავირუსის 2 739 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 52 პაციენტი

22 დეკემბერი 2021, 10:45 824 ნახვა

22 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 739 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 52 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 072 პირი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 45 153 კვლევა ტესტით, მათ შორის 28 160 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 993 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.07%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.58% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.19%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 739 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 246 შემთხვევა, აჭარა - 204, იმერეთი - 437, ქვემო ქართლი - 120, შიდა ქართლი - 174, გურია - 99, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 184, კახეთი -147, მცხეთა-მთიანეთი -66, სამცხე-ჯავახეთი - 50, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 33 819 საიდანაც: 5 488 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 237, აჭარაში - 544, იმერეთში - 1 105. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 350 პირი, მათ შორის, თბილისში - 555, აჭარაში - 129, იმერეთში - 398. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 313 პირი, მათგან თბილისში - 169, აჭარაში - 33, იმერეთში - 35. 1 001 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 629 - თბილისში, 247- აჭარაში. 27 330 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 1.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 34 430 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში