რამაზ გერლიანი იპოვეს

22 დეკემბერი 2021, 10:07 1584 ნახვა

სამი დღის წინ გაუჩინარებული ეკონომისტი რამაზ გერლიანი იპოვეს. გერლიანი ღამით პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იყო. დაკითხვის შემდეგ კი  ჟურნალისტებთან განმარტა, რომ თავს ცუდად გრძნობდა და იგი პოლიციამ იპოვა.

"ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტი ამბობს, რომ სურამის ტყის მიმართულებით მოძრაობდა. 

მისივე თქმით, გაუჩინარება პოლიციელის მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლას უკავშირდება

''მივეცი უკვე განმარტება და მანამდეც დავწერე, გიორგი გოგნიაშვილის, პოლიციელის მხრიდან ჩემ მიმართ უღირსი და პატივაყრის ქმედება – ეს იყო ძირითადი მიზეზი, რაც დაგროვდა დროთა განმავლობაში ჩვენში და მივედი ამ გადაწყვეტილებამდე. მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჩემს პირად საკუთრებაში მომიწყო ცრუ მოტივით დაკითხვა და ა.შ.“, – განაცხადა რამაზ გერლიანმა.

რამაზ გერლიანის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 20 დეკემბერს, დილით შეატყობინა. ერთი დღით ადრე "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც საუბარი იყო კონკრეტული პოლიციელის მონაწილეობით მასზე ზეწოლის და საგამოძიებო უწყებების უმოქმედობის შესახებ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში