რუმინეთში კოვიდპასპორტების საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს

22 დეკემბერი 2021, 12:27 1023 ნახვა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში აქციის მონაწილეებმა, რომლებიც სავალდებულო კოვიდ პასპორტის შემოღებას აპროტესტებდნენ, პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს. პარლამენტის შესასვლელებთან მობილიზებულ სამართალდამცავებს დემონსტრანტების შესაჩერებლად ძალის გამოყენება არ დასჭირვებიათ. აქციაში, რომელიც ოპოზიციური, ულტრანაციონალისტური მოძრაობა „ალიანსი რუმინელთა გაერთიანებისთვის“ იყო ორგანიზებული, 2 500-მდე ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს გზები, დააზიანეს რამდენიმე ავტომობილი. ისინი აფრიალებდნენ რუმინეთის დროშებს და სკანდირებდნენ : „თავისუფლება!“რუმინეთის მმართველი კოალიცია კოვიდ პასპორტების გამოყენების პირობებზე მსჯელობს, თუმცა ამასთან დაკავშირებით პარლამენტში ჯერჯერობით კანონპროექტი შეტანილი არ არის. რუმინეთში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის მხოლოდ 40%-ია ვაქცინირებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში