კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიგვიღია - ღიბრაძე 

22 დეკემბერი 2021, 12:50 912 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ კლუბების გახსნასთან დაკავშირებით დღეს გადაწყვეტილება არ მიუღიათ. 

"როგორც მოგეხსენებათ საქართველოში უკვე დაფიქსირდა ''ომიკრონის'' შტამი და მიმდინარეობს კიდევ კვლევა რამდენიმე შემთხვევაზე. პოტენციალი იმისა, რომ ჩვენთანაც ამ ვირუსის გავრცელება მოხდეს ცხადია მაღალია. შესაბამისად, კლუბებთან მიმართებაში, ლიბერალიზაციის მიმართულებით დღეს არ არის. ანუ, არ მიგვიღია გადაწყვეტილება კლუბების გახსნასთან დაკავშირებით.

მთელ მსოფლიოში, რომ ვნახოთ ტენდენცია, სადაც დაშვებული იყო საქმიანობა იქაც შეზღუდვები მოქმედებს'' - განაცხადა ღიბრაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში