60 წელს გადაცილებული მოქალაქეების 43% მეორე დოზის გასაკეთებლად უკვე მივიდა - გაბუნია 

22 დეკემბერი 2021, 13:28 1479 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების 43%-მა ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა. თამარ გაბუნიამ აღნიშნულ საკითხზე მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, 60 წელს გადაცილებული პირები პირველივე აცრის შემდეგ 200-ლარიან დანამატს იღებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოქალაქეები ვაქცინის მეორე დოზის გასაკეთებლად არ მიდიან. 

„სრული ვაქცინაცია ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია. 43% უკვე მოვიდა, რომ ჩაიტაროს მეორე აცრა. ნაწილს უბრალოდ არ უწევს მეორე აცრის გაკეთება, ჯერ არ არის შესაბამისი დრო. ჩვენ ჩვენი მხრიდან  პრობლემას ვერ ვხედავთ, იმიტომ, რომ დრო საკმარისია იმისთვის, რომ მეორე აცრა ჩაიტარონ.

მთავარი აქ ოჯახის ექიმების აქტიურობა. ოჯახის ექიმებს აქვთ ინფორმაცია იმ აცრილი პირების შესახებ, ვინც მათ უბანზეა რეგისტირირებული და ისინი აქტიურად მოიწვევენ. ასევე გამოვიყენებთ SMS შემახსენებელს,  იმისთვის, რომ პირს შევახსენოთ მეორე აცრაზე მოსვლა,”- განაცხადა გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში