აჭარის მაღალმთიანეთში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს - გზების დეპარტამენტი 

22 დეკემბერი 2021, 12:17 835 ნახვა

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ტექნიკა ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს წმენდს. 

უწყების ცნობით, ხულოს მუნიციპალიტეტში 15 ერთეული ტექნიკა მუშაობს, შუახევში 10 ერთეული, ქედაში 8 ერთეული, ხოლო ხელვაჩაურში 7 ერთეული.

ამ ეტაპზე ადმინისტრაციულ ერთეეულებთან მისასვლელი გზები იწმინდება.

აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 50-70 სმ აღწევს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში