თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ზესტაფონთან სამი საათის განმავლობაში გაჩერებული იყო.
მგზავრები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ყვებიან, რომ მატარებელი ცოტა ხნის წინ დაიძრა, თუმცა ამჯერად ზესტაფონის სადგურთან გაჩერდა.
მოქალაქეებს არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია რა გახდა შეფერხების მიზეზი. შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს უხვ ნალექს ან ელექტრო-სისტემის გაუმართაობას.
მგზავრები ყვებიან, რომ მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მგზავრობენ და დახმარებას ითხოვენ.
''საქართველოს რკინიგზაში'' აცხადებენ, რომ მატარებლების გაჩერება მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა და ''ენერგო პრო-ჯორჯიას'' ხაზის დაზიანებამ გამოიწვია. რაც სავარაუდოდ უხვ ნალექს უკავშირდება. ამ ეტაპზე ყველა მატარებელი შეფერხების გარეშე გადაადგილდება. მათივე განმარტებით, ოთხი მატარებელი მოძრაობს და ისინი საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. არ არის გამორიცხული გზებზე შეფერხება ისევ იყოს და ამის შესახებ მგზავრებიც გააფრთხილეს.