მეცნიერებმა „ომკრონის“ წინააღმდეგ ვაქცინაზე მუშაობა დაიწყეს

22 დეკემბერი 2021, 14:57 591 ნახვა

ოქსფორდის უნივერსიტეტმა და ბრიტანულ-შვედურმა კომპანია ასტრაზენეკამ, რომლებმაც ამავე სახელწოდების კოვიდვაქცინა გამოუშვეს,  ომიკრონის შტამის წინააღმდეგ პრეპარატის შექმნაზე მუშაობა დაიწყეს. ამის შესახებ ასტრაზენეკას განცხადებაზე დაყრდნობით გამოცემა  ფაინენშელ თაიმსი იუწყება.  ოქსფორდში მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელმა სენდ დუგლასმა განაცხადა, რომ ადენოვირუსის საფუძველზე შექმნილი ვაქცინების გამოყენება  პრინციპში ნებისმიერ ახალ შტამზე უფრო სწრაფი რეაგირებისთვის არის შესაძლებელი.  მეცნიერები ვარაუდობენ, რომ  საჭიროების შემთხვევაში ისინი ვაქცინის მოდიფიკაციის  შემუშავებას 100 დღის განმავლობაში  შეძლებენ. ჯანმოს მონაცემებით, კორონავირუსის ახალი ომიკრონის შტამი  მსოფლიოს  უკვე 106 ქვეყანაში დაფიქსირდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში