ძლიერი ქარი და პრობლემები ქობულეთში

22 დეკემბერი 2021, 18:34 1247 ნახვა

რთული მეტეოროლოგიური პირობები ქობულეთში.  ქობულეთში ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა, დაზიანებულია ავტომობილებიც, რომლებსაც ბეტონის ფილები დაეცა.  კომახიძის №52  -ის გარდა, დაზიანებულია ასევე კერძო სახლის სახურავებიც. ძლიერმა ქარმა ასევე ბუნებრივი აირის მილიც დააზიანა, რის გამოც დასახლებას გაზმომარაგება შეუწყდა.  მოსახლეობის ნაწილს არც ელექტროენერგია მიეწოდება. მოსახლეობა ამბობს, რომ ზარალი დიდია და ისინი ქობულეთის მერიას დახმარებას სთხოვენ. პრობლემებია ქობულეთის რამდენიმე სოფელშიც. სოფელ ზენითში და ჭახათი-გეგიძეების მიმართულებით მეწყერი ჩამოწვა. ზარალს სტიქიის სალიკვიდაციო კომისია შეისწავლის, სადაც 15 შეტყობინება ჯერ კიდევ დღის პირველ ნახევარში შევიდა. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში