ქარი და თოვლი ქედაში, ხულოსა და შუახევში

22 დეკემბერი 2021, 19:42 1493 ნახვა

ძლიერი თოვლი მაღალმთიან აჭარაში. ქედა, შუახევი, ხულო - ყველა მუნიციპალიტეტში უხვი ნალექი მოვიდა. ხულოს ცენტრში ნახევარი მეტრი, მაღალი ზონის სოფლებში 1 მეტრს აღწევს თოვლის საფარი. გადაუღებელმა თოვამ გადაადგილებისა და ელექტრო-ენერგიის მიწოდების პრობლემა შექმნა. ჩაიკეტა შიდა სასოფლო გზები. საგანმანათლებლო დაწესებულებების უმეტესობაში სასწავლო პროცესი შეჩერდა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში