ქვეყანა კვლავ ეპიდაფეთქების მოლოდინშია

23 დეკემბერი 2021, 15:17 836 ნახვა

მეტი ადამიანის სიცოცხლე, რომ გადავარჩინოთ, „ბუსტერული“ დოზა მნიშვნელოვანია- ასე ფიქრობენ სპეციალისტები, ამიტომ იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე შესაძლოა იმსჯელონ „ბუსტერ“ დოზების ინტერვალების შემცირების საკითხზე. ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებენ, მანამდე ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელი ისევ საგანაგაშოა, კიდევ 68 პაციენტი გარდაიცვალა, ვირუსი კი დაუდასტურდა 2 ათას 164 ადამიანს. მოსალოდნელია გაიზარდოს ომიკრონ შტამით ინფიცირებულთა რიცხვიც, რადგან სპეციალისტები იკვლევენ უკვე ინფიცირებული 24 ადამიანის კონტაქტებს.  ცნობილია, რომ მათგან  ჯერ ჯერობით არცერთი არ არის აჭარიდან, თუმცა კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების მიმართვიანობა კლინიკებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. მცირეწლოვნებს მკურნალობენ რეანიმაციებშიც.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში