როდის შემოვა საქართველოში კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტი - თამარ გაბუნიას განმარტება

23 დეკემბერი 2021, 17:39 995 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საზოგადოებას მალე გააცნობენ ინფორმაციას, როდის იქნება კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტი ხელმისაწვდომი. 

თამარ გაბუნია ამბობს, რომ მუშაობა დაწყებულია. 

''ძალიან კარგია, რომ ამერიკის წამლის და საკვების სააგენტომ მისცა გადაუდებელი ავტორიზაცია კორონავირუსსი წინააღმდეგ მიმართულ მედიკამენტს. ეს არის იმედისმომცემი სიახლე. ამაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და მოკლე ვადაში შესაძლებლობა გვექნება საზოგადებას გავაცნოთ ის დეტალები.

მისი გამოყენება ხდება სახლის პირობებში, რადგან მას განსაკუთრებული ზედამხედველობა არ სჭირდება. რეკომენდაციაა, რომ პროგნოზულად მაღალი რისკის მქონე პირებში მოხდეს გამოყენება. 

შედეგები ძალიან იმედისმომცემია. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის შემცირების კუთხით, რომელსაც თან ახლავს ლეტალობის შემცირებაც'' - განაცხადა გაბუნიამ.  

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში