გარდაიცვალა 78 პაციენტი​, დაფიქსირდა კორონავირუსის 1 976 ახალი შემთხვევა

24 დეკემბერი 2021, 10:47 946 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 1 976 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 78 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 3076 პირი.

გუშინ საქართველოში 43 029 ტესტი ჩატარდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.59%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.26% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.64%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 976 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 969 შემთხვევა, აჭარა - 145, იმერეთი - 246, ქვემო ქართლი - 88, შიდა ქართლი - 117, გურია - 55, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 117, კახეთი -119, მცხეთა-მთიანეთი -57, სამცხე-ჯავახეთი - 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -23.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 970 საიდანაც: 5 195 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 152, აჭარაში - 526, იმერეთში - 1 005. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 227 პირი, მათ შორის, თბილისში - 559, აჭარაში - 130, იმერეთში - 318. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 308 პირი, მათგან თბილისში - 162, აჭარაში - 36, იმერეთში - 36. 980 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 618 - თბილისში, 240- აჭარაში. 24 795 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 33, ხოლო აჭარაში - 1.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 647 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში