საქართველოს ჩემპიონატი ჭიდაობაში

24 დეკემბერი 2021, 12:52 1014 ნახვა

ბათუმში გუშინ დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი ჭიდაობაში, რომელიც 5 დღე გაგრძელდება. პირველად მასში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებნენ, რომლებმაც ხუთ  წონით კატეგორიაში წინასწარი შეხვედრები ჩაატარეს და ფინალისტებთან ერთად ის ფალავნებიც გამოავლინეს, რომლებიც დამამშვიდებელ წრეში ბრინჯაოს მედლებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას. ამ ტურნირით ჩვენმა ნაკრებმა ახალი ოლიმპიური ციკლისთვის მზადება დაიწყო - ქვეყნის ჩემპიონატი გამოავლენს იმ ბირთვს, რომელიც გაისად ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზებს როგორც საერთაშორისო ტურნირებში, ასევე - პირველხარისხოვან შეჯიბრებებში ანუ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში. დღეს საღამოს საქართველოს ხუთი ახალი ჩემპიონი ეყოლება, ასევე გამოვლინდებიან დარჩენილი ხუთი წონითი კატეგორიის ფინალისტები, რომლებიც ოქროსთვის ხვალ იჭიდავებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში