სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი შეიწყალეს

24 დეკემბერი 2021, 15:30 1595 ნახვა

სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი პარკ გეუნ-იე საახალწლო ამნისტიის ფარგლებში შეიწყალეს. იგი 2018 წლის შემდეგ კორუფციის ბრალდებით  ზის ციხეში.  სამხრეთ კორეის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ყოფილი პრეზიდენტის შეწყალება სოციალური კონფლიქტების მოგვარების მიზნით მოხდა. პარკ გეუნ-იეს გარდა ამნისტია 3 ათას 49 მსჯავრდებულს შეეხო. შეწყალებისას ყოფილი ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაითვალისწინეს. პარკ გეუნ-იემ პრეზიდენტის თანამდებობა  2017 წელს იმპიჩმენტის პროცედურის შედეგად დატოვა.  იგი გრძელვადიანი თავისუფლების აღკვეთის გარდა   95 მილიონი დოლარით დააჯარიმეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში