ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის სპორტსმენებად ტალახაძე და ბექაური დაასახელა

24 დეკემბერი 2021, 16:14 1347 ნახვა

საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა 2021 წლის საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციებში გამოავლინა. "წლის საუკეთესო სპორტსმენის" ნომინაციაში ორი გამარჯვებული დაასახელა.

ესენი არიან: ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ძიუდოისტი ლაშა ბექაური. საუკეთესო ქალი სპორტსმენი კი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი გახდა.

წლის აღმოჩენა "ოლიმპიური იმედი" მამაკაცებში ამ ნომინაციაში მოჭიდავე ლერი აბულაძემ გაიმარჯვა. ამავე ნომინაციაში ქალებში კი ნიჩბოსანი მარიამ ქერდიკაშვილი დაასახელეს.

ზამთრის სახეობების საუკეთესო სპორტსმენის ნომინაციაში კი მორის ყვითელაშვილმა გაიმარჯვა.

საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში კი ძიუდოს ნაკრების დამრიგებელმა ლაშა გუჯეჯიანმა გაიმარჯვა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში