პრობლემები ბათუმი-ახალციხის მონაკვეთზე

25 დეკემბერი 2021, 11:56 2007 ნახვა

ბათუმი -ახალციხის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე  მძღოლები ტექნიკური მარილის დაყრას ითხოვენ. ამბობენ, რომ გადაადგილება ღამის საათებში  საშიში და სახიფათოა, რის გამოც გახშირდა ავტოსაგზაო შემთხვევები. ერთ-ერთი ფაქტი  ღამით მოხდა.  ერთმანეთს ხულოში მიმავალი  მიკროავტობუსი და ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ავტომობილი შეეჯახა.   შემთხვევის შედეგად  არავინ დაშავებულა. როდის  დაიყრება ცენტრალური გზის მოყინულ მონაკვეთებზე  ტექნიკური მარილით დაფარვა- კითხვით საქართველოს საგზაო დეპარტამენტს მივმართეთ ,  კომენტარს კი  ამ დრომდე ველოდებით.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში