ქობულეთში ორი სახლი დაიწვა

25 დეკემბერი 2021, 16:47 7984 ნახვა

ქობულეთში, ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. 

ორივე საცხოვრებელი რომან ჯინჭარაძეს ეკუთვნოდა. ოჯახი  თავშესაფრის გარეშეა.  

მათივე განცხადებით ვერაფრის გადარჩენა ვერ შეძლეს, დაიწვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა პირადი ნივთებიც.

"დაიწვა ყველაფერი, ტანსაცმელი და ტექნიკაც. ვერაფერი ვერ გადავარჩინეთ",- აცხადებს  ოჯახის ერთ-ეთი  წევრი.

დაზარალებულები  დროებით  მეზობლებთან რჩებიან, თუმცა  როგორც მერიაში გვითხრეს, ოჯახის სურვილის შემთხვევაში ქირით გაიყვანენ.  თვითმმართველობაში  ასევე აცხადებენ, რომ  ჯინჭრაძეებს  ფინანსური დახმარება გაეწევა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში