9 დაკავებული იარაღის ტარება-შენახვაზე

25 დეკემბერი 2021, 18:15 1510 ნახვა

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 9 პირი.  ამოღებულია "კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, "გლოკის" და "ბერეტას“ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტები,  "ნაგანის“ სისტემის იარაღი და დიდი რაოდენობით საბრძოლო ვაზნები. დანაშაულები 3-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში