რუსები უკრაინის საზღვარზე

25 დეკემბერი 2021, 18:17 1306 ნახვა

ამერიკული კერძო კომპანია ახალ სატელიტურ სურათებს აქვეყნებს, რომლებიც უკრაინის საზღვარზე და ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე ბოლო პერიოდში რუსული ჯარების მობილიზებას ასახავს. კომპანია მაქსარ ტექნოლოგში აღნიშნავენ, რომ ბრიგადის ახალი ქვედანაყოფი, რომლებიც რამდენიმე ასეული ჯავშანტექნიკისგან შედგება - ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, ტანკებს, თვითმავალ არტილერიას და საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას მოიცავს, რუსეთის გარნიზონში მივიდა. ოფიციალურ უკრაინაში - რუსი ჯარისკაცების ბაზებზე დაბრუნებას, უკრაინის მახლობლად განხორციელებულ ერთთვიან წვრთნებს უკავშირებენ. სააგენტოს ცნობით, წვრთნები „უკრაინის მახლობლად მდებარე რამდენიმე რეგიონში, მათ შორის ყირიმში, როსტოვსა და ყუბანში“ ჩატარდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში