შეზღუდვები ევროპაში

25 დეკემბერი 2021, 18:21 1078 ნახვა

"ომიკრონის" სწრაფი გავრცელების გამო, პარიზში საახალწლო ფოიერვერკები და კონცერტები გადაიდო. დედაქალაქში დაკეტილია ღამის კლუბებიც, შეზღუდვა 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. კლუბები დაკეტილია გერმანიაშიც, იკრძალება 10 ადამიანზე მეტის შეკრება. მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო, მომდევნო სამი კვირის გამავლობაში, ღამის კლუბები და გასართობი ცენტრები დაიხურება შოტლანდიაშიც. ჩეხეთში კაფეები და რესტორნები მცირე შეზღუდვებით მუშაობენ. თუმცა "ომიკრონის" გავრცელების შემდეგ, ქვეყანაში დაიხურა კლუბები. მკაცრი რეგულაციები მოქმედებს ფინეთშიც, სადაც ბარებისა და რესტორნების უმრავლესობა ღიაა. თუმცა დახურულია ღამის კლუბები. "ომიკრონის" გავრცელების მაღალი რისკების გამო, კლუბები დახურულია საბერძნეთში, იტალიაში, ლუქსემბურგსა და ნიდერლანდებშიც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში