კურორტი გოდერძი გახსნილია

25 დეკემბერი 2021, 19:36 1434 ნახვა

არსებული ეპიდვითარების ფონზე გაიხსნა ზამთრის სეზონი კურორტ ,,გოდერძზე“. იყო მხოლოდ თოვლის ბაბუების შოუ. შარშანდელისგან განსხვავებით წელს იმუშავებს საბაგირო გზა, თუმცა აქაც, ისევე როგორც კურორტზე არსებულ ტურისტულ ობიექტებში მწვანე პასპორტის გარეშე ვერ შეხვალთ. კიდევ ერთი გარემოება, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, შესაძლოა გზა კურორტამდე დროში გაიწელოს.თოვლის საფარისგან მაგისტრალი იწმინდება, თუმცა ამ პროცესს ინტენსიური თოვა აფერხებს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში