გზების მდგომარეობა აჭარის მაღალმთიანეთში

26 დეკემბერი 2021, 11:55 879 ნახვა

თოვლისგან შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება აჭარის მაღალმთიანეთში. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ქედის წარმომადგენლის ინფორმაციით, ქედაში თემის ცენტრებთან დამაკავშირებელი გზები გაწმენდილია და ამ ეტაპზე სოფლების დამაკავშირებელი შიდა გზების გაწმენდა მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში დილიდან 15 ერთეული ტექნიკა მუშაობს. გზებზე ხრეშოვანი მასალა შეაქვთ. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში