გარდაიცვალა 71 პაციენტი, გამოვლინდა კორონავირუსის 986 ახალი შემთხვევა 

27 დეკემბერი 2021, 10:34 1053 ნახვა

27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 986 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 71 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3193 პირი.

გუშინ საქართველოში 19 701 ტესტი ჩატარდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.0%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.86% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.13%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 986 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 542 შემთხვევა, აჭარა - 95, იმერეთი - 118, ქვემო ქართლი - 30, შიდა ქართლი - 30, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 54, კახეთი -52, მცხეთა-მთიანეთი -20, სამცხე-ჯავახეთი - 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 689 საიდანაც: 5 070 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 142, აჭარაში - 519, იმერეთში - 970. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 269 პირი, მათ შორის, თბილისში - 560, აჭარაში - 127, იმერეთში - 334. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 294 პირი, მათგან თბილისში - 162, აჭარაში - 35, იმერეთში - 30. 903 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 558 - თბილისში, 243- აჭარაში. 20 716 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 43 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 43, ხოლო აჭარაში - 0.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 854 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში