საქართველოს ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი იქნება 

27 დეკემბერი 2021, 11:06 1251 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი იქნება. ეკატერინე ტიკარაძის შემცვლელი პრემიერ-მინისტრმა დღეს დაასახელა.

ბატონი ზურა არის უაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანი, იგი არის გაზრდილი ექიმის ოჯახში - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით,  ზურაბ აზარაშვილი  გამოცდილი კადრია.

"ზურაბ აზარაშვილი არის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ფინანსების მართვის. არის ძლიერი მენეჯერი. ჩვენ ამაში თავად დავრწმუნდით, როცა მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი. მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორცილდა არაერთი პროექტი, როგორიც არის საქართველოს ავიაციის აღდგენა.

ბატონი ზურა არის უაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანი, იგი არის გაზრდილი ექიმის ოჯახში, მას რა თქმა უნდა აქვს გაცნობიერებული ის გამოწვევები, რომლებიც ქვეყნისა დ მოსახლეობის წინაშე არის. მე მინდა მას ვუსურვო წარმატება. იგი არის 5 შვილის მამა. მინდა ხაზი გავუსვა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ასეთი დიდი სამინსიტროს მართვაში ასეთი გამოცდილი კადრის მინისტრად დანიშვნა'' - განაცხადა პრემიერმა. 

ჯანდაცვის  ახალი მინისტრის თქმით, აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობა დიდი პასუხისმგებლობაა.  

მადლობა პრემიერო იმ უდიდესი ნდობისთვის, რაც ჩემ მიმართ გამოიჩინეთ. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა უდიდესი გამოწვევებით სავსე სამინისტროს მართვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერისა და მთავრობის გუნდის მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები და მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას“, - განაცხადა აზარაშვილმა.

ზურაბ აზარაშვილი ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მუშაობდა ტერაბანკში, "კორ-სტანდარტ ბანკსა" და "ქართუ ბანკში" სხვადასხვა თანამდებობაზე . 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში