ფოთის ყოფილ მერს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს 

27 დეკემბერი 2021, 14:27 988 ნახვა

პროკურატურის ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში, თაღლითობის დახმარებასა და ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის ჯგუფურად დამზადებასა და გამოყენებაში ბრალდებული,  ფოთის ყოფილი მერი დამნაშავედ ცნო.

''სასამართლო პროცესზე, პროკურატურის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ფოთის მერმა სამსახურებრივი მფარველობისა და სამუშაოების შესრულებამდე თანხის გადარიცხვის სანაცვლოდ, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის - შპს „პირამიდა ფ.რ. ფილიალის“ წარმომადგენლისგან ქრთამის სახით დიდი ოდენობით თანხა - 30 000 ლარი აიღო.

ასევე, ფოთის მერი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელს დაეხმარა თაღლითური გზით დაუფლებოდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 439 892.46 ლარს.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2015 წლის 15 სექტემბერს, ფოთის მერსა და სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც ფოთის მერიის მიერ შესყიდული იქნა მალთაყვის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოგვიანებით, ფოთის მერი აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელს შეუთანხმდა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხებს აუნაზღაურებდა წინასწარ, სამუშაოების უშუალო შესრულებამდე, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 30 000 ლარი აიღო. აღნიშნულის შემდეგ,კომპანიის წარმომადგენელმა ფოთის მერთან შეთანხმებით, ეტაპობრივად დაამზადა შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები, რომლებშიც შეიტანა ყალბი მონაცემები შესრულებული სამუშაოების მოცულობების და ღირებულებების შესახებ. ფოთის მერმა კი, მის დაქვემდებარებაში მყოფ რამოდენიმე თანამდებობის პირს და თანამშრომელს აღნიშნული ყალბი აქტების ხელმოწერებით დადასტურება დაავალა'' - წერია ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში