საბერძნეთში გლოვა გამოცხადდა

27 დეკემბერი 2021, 15:55 965 ნახვა

საბერძნეთში რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის კაროლოს პაპულიასის გარდაცვალების გამო ეროვნული გლოვა გამოცხადდა. გლოვა სამი დღე  გაგრძელდება. ყოფილი პრეზიდენტის დაკრძალვის დღემდე მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვება. საბერძნეთის ყოფილი პრეზიდენტი კაროლოს პაპულიასი კვირას 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი 1929 წელს ქალაქ იანინაში დაიბადა, უკვე მოზარდი  მეორე მსოფლიო ომის წლებში წინააღმდეგობის მოძრაობაში მონაწილეობდა.  ათენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული აქტიურად ებრძოდა საბერნეთში „შავი პოლკოვნიკების“  პროფაშისტური ხუნტის წინააღმდეგ. იგი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს 2005-2015 წლებში იკავებდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში