რთული მეტეოროლოგიური ვითარების გამო, საბაჟო-გამშვები პუნქტები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ - შემოსავლების სამსახური

27 დეკემბერი 2021, 19:41 3106 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დარიალის ხეობაში დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, საგანგებო რეჟიმში მუშაობს საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“.

მათივე ინფორმაციით, საგანგებო რეჟიმში სრული დატვირთვით მუშაობს „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტი, რადგან საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი კომპანიების ავტომობილების მძღოლები რთული მეტეოროლოგიურ ვითარების თავიდან ასაცილებლად საზღვრის კვეთის პროცედურების განხორციელებისთვის სწორედ „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტს ირჩევენ.

"აღნიშნული პუნქტის გავლით, ყოველდღიურ რეჟიმში, დაახლოებით 600-მდე სატვირთო ავტომობილის გატარება მიმდინარეობს. 26 დეკემბრის მონაცემებით, 24 საათის განმავლობაში, „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა (თურქეთის რესპუბლიკიდან მომავალი), რეკორდულად მაღალი მაჩვენებელის, 750-ზე მეტი სატვირთო ავტომობილის გატარება შეძლეს.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საგრძნობლად გაზრდილია საერთაშორისო ტვირთბრუნვის წლიური მაჩვენებელი, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობს სრული დატვირთვით და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან სრული კოორდინაციით ხდება საერთაშორისო ტვირთების გადამზიდავი ავტომობილების უსაფრთხო გატარების პროცესის მონიტორინგი“,- აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში