იანვარში 200 ლარიანი ვაქცინაციის წახალისების პროგრამა გაგრძელდება და ასაკობრივი ზღვარი 50 წლამდე დაიწევს

28 დეკემბერი 2021, 12:32 1668 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იანვარში 200 ლარიანი ვაქცინაციის წახალისების პროგრამა გაგრძელდება და ასაკობრივი ზღვარი დაიწევს 60 წლიდან 50 წლამდე.

გიორგი ღიბრაძის განცხადებით, გადაწყვეტილების შესაბამისად, 50 წელს გადაცილებული ყველა პირი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას რომ აიცრას, მიიღებს აღნიშნულ თანხას.

მისივე თქმით, ბიუჯეტიდან გამოყოფილია იმდენი თანხა, რაც საკმარისი იქნება ამ გადაწყვეტილების გასახორციელებლად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში