„ექიმის საათი“ საპილოტე პროგრამა სკოლებში

28 დეკემბერი 2021, 12:45 1138 ნახვა

საჯარო სკოლებში პროგრამის „ექიმის საათი“ პილოტირების პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. წელს პროგრამის პილოტირება 6 საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში განხორციელდა _ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.  მათივე განმარტებით, მომავალი წლიდან ექიმები პროფესიულ საქმიანობასთან ერთად საგანმანათლებლო პროცესშიც აქტიურად ჩაერთვებიან, რაც, თავის მხრივ, მოსწავლეებს საშუალებს მისცემს, უშუალოდ პროფესიონალისგან მიიღონ ინფორმაცია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორებიცაა: ჯანსაღი კვება, ვაქცინაცია, უსაფრთხოების წესების, ჰიგიენის ნორმებისა და პირადი სივრცის დაცვა, კიბერუსაფრთხოება და უცნობ ადამიანთან მოქცევის წესები.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში