უსაფრთხოების საკითხებზე აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების მოლაპარაკებები 10 იანვარს იგეგმება

28 დეკემბერი 2021, 12:57 863 ნახვა

აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლები უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებს 10 იანვარს გამართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, სავარაუდოდ რუსეთ-ნატო-ს მოლაპარაკებები გაიმართება 12 იანვარს, უფრო ფართო რეგიონული შეხვედრა მოსკოვის, ვაშინგტონისა და რამდენიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობით კი, 13 იანვრისთვის არის დაგეგმილი. „მოლაპარაკების დროს იქნება სფეროები, სადაც შეგვიძლია პროგრესის მიღწევა და სფეროები, სადაც უთანხმოება გვექნება. სწორედ ეს არის დიპლომატია“, – განაცხადა „როიტერთან“ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა, რომელმაც სახელის გასაჯაროება არ ისურვა. აშშ-ის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ინტერვენციისთვის ემზადება და მორიგი აგრესიის შემთხვევაში, რუსეთს მკაცრი სანქციებით ემუქრება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში