ქვეყანაში კოვიდით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ისევ მაღალია - გამყრელიძე 

28 დეკემბერი 2021, 13:06 946 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ახალი შემთხვევების კლების მიუხედავად სიკვდილიანობის მაჩვენებელი ქვეყანაში მაინც მაღალია. 

​''ბოლო ერთი თვის განმავლობაში არის ახალი შემთხვევების კლების პოზიტიური ტენდენცია. ნელი, მაგრამ კლებადი. მცირდება ყველა ის ინდიკატორი, რაც ეპიდვითარებასთან არის დაკავშირებული. 

მხედველობაში მაქვს ინციდენტობის მაჩვენებელი, ბოლო 7 და 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც ჩამოცილდა 6% ზღვარს. 

ერთადერთი, რაც ისევ ზემოთ წავიდა არის ყველაზე მძიმე - სიკვიდილიანობის ინდიკატორი, რომელიც მილიონ მოსახლეზე არის 17, რაც ორჯერ მეტია ჩვენს ზღურბლოვან მაჩვენებელზე'' - განაცხადა გამყრელიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში